“ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ქობულეთში საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ისვენებენ

“ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ქობულეთში საზაფხულო ტურნეს ფარგლებში საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებენ.

მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორი – ჯამბულ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ წლებია, ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება და უკვე მეცხრე წელია, რაც პანსიონის ბავშვებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ზღვის სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

„ამ ეტაპზე, საზაფხულო ბანაკში 21 ბავშვი და 6 ხელმძღვანელი ვართ. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა და გავრცელებული კორონავირუსის გამო აღსაზრდელები ერთმანეთს ძალიან მონატრებულები იყვნენ, ამ ორკვირიანმა დასვენებამ და ერთად ყოფნამ სოციალური ურთიერთობა თანდათან აღადგინა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს ორი კვირა და ქობულეთში დასვენება მათთვის არის „პატარა სამოთხე“ დედამიწაზე.

მთელი კოლექტივის სახელით, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მის სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს. ამ კომპანიას გამოკვეთილი როლი აქვს სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში – ეს არ არის მხოლოდ ტრადიცია და უბრალოდ თანამშრომლობა, ეს არის სპონსორობა და ლობირება. მთელი წლის განმავლობაში ყველა საერო თუ რელიგიურ დღესასწაულზე მოდიან ჩვენთან კომპანიის წარმომადგენლები და ყურადღებით, საჩუქრებითა და სხვადასხვა გასართობი პროგრამით ანებივრებენ ჩვენს ბავშვებს. ასევე, ივნისში გვქონდა გამწვანების აქცია ჩვენი პანსიონის ეზოში, რომელიც, როგორც ვიცი, შემოდგომითაც იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებასა და, ზოგადად, სკოლა-პანსიონის წინსვლა-განვითარებაში“, – აღნიშნა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, ჯამბულ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეების დარგვის აქცია განახორციელა და, მოსწავლეებთან ერთად, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები, ოქროსფერი ტუიები დარგო.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები