პრემიერი: ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება იქნება

“ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის”, – განაცხადა გორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები