ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში, ანტიგენისა და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისხეულების 100 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს.

“პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ხოლო ანტიგენ 100 000 ტესტის მომწოდებელი კორეული კომპანიაა, რომლისგანაც სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს ტესტები. ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. სწრაფი ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები