“გიორგი შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრზე საუბრობდა, თუმცა ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა”
“ოჯახი საუბრობდა „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე მგზავრის დასჯაზე, თუმცა ასევე აფიქსირებდა პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრის ბრალეულობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახს სურს, რომ უდანაშაულო პირები არ დაისაჯონ, ოჯახს მხოლოდ დამნაშავეების დასჯა და სიმართლის დადგენა სურს.
„ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება, საუბარია მძღოლზე. ეჭვის დონეზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დღესაც არსებობს გარკვეული ალბათობა, თუმცა მტკიცებულებების დონეზე, რაც ცალსახად დაადასტურებდა მეექვსე პირის მონაწილეობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული დადასტურების საფრთხეები შემდგომ, სამართლებრივი არსებობს. ოჯახს მხოლოდ სიმართლე უნდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე 6 წუთზე მეტ ხანს არ იმყოფებოდა და ჩვენი ოჯახის პირადი მოსაზრებაა, რომ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება ბავშვის განზრახ მკვლელობის ფაქტში ცოტა რთული ამბავია“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.