გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ „ტოიოტა ქამრი“ და მისი მგზავრები იმყოფებოდნენ

“გიორგის გარდაცვალების ღამეს ფიგურანტი ყველა ავტომანქანის გადაადგილების ტრაექტორია გაიშიფრა და უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილას მხოლოდ „ტოიოტა ქამრი“ იყო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
„გაიშიფრა ბოლომდე ავტომანქანების გადაადგილების ტრაექტორიები – ანძებით, ვიდეოკამერებით, ყველა სათანადო საშუალებით, რაც კი გამოძიებას მოეპოვებოდა და დადგინდა, რასაც ვამბობდით, რომ შემთხვევის ადგილას სხვა მანქანა, მათ შორის, ვერცხლისფერი „მერსედესი“, რომელზეც იყო მითქმა-მოთქმა, არცერთი ეს მანქანა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. უტყუარად დადასტურდა, რომ მხოლოდ „ტოიოტა ქამრი“ იმყოფებოდა და მხოლოდ მისი მგზავრები”, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები