ირაკლი ქადაგიშვილი: ლაგოდეხში არცერთი კილო ყურძენი, ბოსტნეული თუ სხვა კულტურა არ გაფუჭებულა და დაუბინავებელი არ დარჩენილა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” ლაგოდეხის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ლაგოდეხში წარდგენისას რეგიონში პანდემიის ფონზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, კახეთში, მიუხედავად კოვიდ 19 -ით გამოწვეული ვითარებისა, მოსავლის აღება-რეალიზაციის პრობლემა არ შექმნილა.

” ჩვენ, კახეთმა პანდემიის პირობებში ძალიან წარმატებულად განვვლეთ მთელი ეს პერიოდი. არ დარჩენილა არცერთი მოსავალი, რომელიც კახეთში მოვიდა და არ დაბინავდა. ჩვენ ძალიან მოქნილად ვიმუშავეთ ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამართალდამცველებთან და ერთი დღითაც კი ყველა იმ წესების დაცვით, რაც არ იყო ადვილი დასაცავი და მისატანი მოსახლეობასთან, არ შეგვიფერხებია მოსახლეობის გასვლა თავის სავარგულებში, ფერმერებს მუშაობის მაქსიმალური საშუალება მივეცით. ამ ყველაფრით ჩვენ მივიღეთ ის, რომ არცერთი კილო ყურძენი იქნება ეს, თუ ბოსტნეული, ბაღჩეული თუ სხვა კულტურა, რითიც მდიდარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, არ გაფუჭებულა და დაუბინავებელი არ დარჩენილა. ყველა ამ პროდუქტმა თავისი მომხმარებელი ნახა და სათანადოდ ნორმალურ ფასშიც გაიყიდა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ლიდერებმა დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხის ამომრჩეველს წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები