ეკატერინე ტიკარაძე: მესტიაში საკარანტინე რეჟიმი გამკაცრებულია იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა თავისუფლად იმუშაონ და სრული კონტროლი გვქონდეს
“მესტიაში საკარანტინე რეჟიმი გამკაცრებულია იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა თავისუფლად იმუშაონ და სრული კონტროლი გვქონდეს. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება 500-მდე ადამიანს ჩაუტარდა.
„500-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ამ ეტაპზე ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რამდენი დადებითი შემთხვევა გვაქვს მესტიაში. დღის ბოლოს გვეცოდინება. რეგიონში საკარანტინე რეჟიმი გამკაცრებულია იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა თავისუფლად იმუშაონ და სრული კონტროლი გვქონდეს. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. მესტიაში გუშინ სააფთიაქო სექტორის მობილიზაცია მოვახდინეთ. კონკრეტულ აფთიაქს, რომელიც მესტიაში ფუნქციონირებს, მობილიზება დაევალა. ასევე, ჩართულია საქართველოს ფოსტა, რათა ადგილზე უზრუნველყოს საჭირო პრეპარატების მობილიზება და განაწილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.