“ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ, როგორც მთავარი წყარო, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო და ვფიქრობთ, დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ”

პრემიერმინისტრის მრჩეველის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ნიმუშია აღებული. დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.
​„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში – 100 ნიმუში. დაახლოებით, დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობებისა და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ, დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები