სახალხო დამცველის დაბა მესტიის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაბა მესტიაში მდებარე ოფისი, ლენჯერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკარანტინო შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლებები, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის გაუწიოს დახმარება.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება ცხელ ხაზზე 1481.
ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს მადონა ბასილაძეს – 577 553 381; და სახალხო დამცველის სვანეთის ოფისის წარმომადგენელს ირინა გურჩიანს – 591 508 262.