ევროკომისია: COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა უკვე წლის ბოლოსთვის იყოს მზად

ჯანდაცვის საკითხთა ევროკომისარი სტელა კირიაკიდესი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა უკვე წლის ბოლოს, ან მომდევნო წლის დასაწყისში იყოს მზად.

ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Handelsblatt-ს განუცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროგნოზების გაკეთება სარისკოა, გვაქვს კარგი ნიშნები იმის, რომ პირველი ვაქცინა, წლის ბოლოს, ან მომდევნო წლის დასაწყისში, შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი”,- განაცხადა კირიაკიდესმა.

მსგავსი განცხადება, გასულ კვირას იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამაც გააკეთა.

ევროკომისიამ პოტენციური იმ ვაქცინის 300 მლნ დოზის შეძენაზე შეთანხმდა, რომელსაც კომპანია Sanofi-GSK-ის აწარმოებს.

ივნისში გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა ვაქცინის, სულ მცირე, 300 მლნ დოზის შეძენაზე პირველი კონტრაქტები გააფორმეს. მათი პარტნიორი კომპანიაა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები