მესტიის გამგებელი – ლენჯერში კორონავირუსის შემთხვევების გამო ეპიდემიოლოგებს ელოდებიან

“მესტიაში, სოფელ ლენჯერში კორონავირუსის შემთხვევების გამო ეპიდემიოლოგთა ჯგუფს ელოდებიან, – ამის შესახებ “კვირას” მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი გუშინ უკვე მუშაობდა, დღეს კი მეორე ჯგუფს ელოდებიან.
“მესტიაში, სოფელ ლენჯერში თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული ოჯახის ერთერთი წევრი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. შემდეგში ინფექცია, ჩემი ინფორმაციით, ოჯახის ყველა დანარჩენ წევრს, 11 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შემდგომ ინფექციის რამდენიმე შემთხვევა ადგილობრივ მოსახლეობაშიც დაფიქსირდა.
ადგილზე გუშინ ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი მუშაობდა. დღეს მეორე ჯგუფს ველოდებით”, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები