თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მოწმეები ვინც დაკითხულია, მათ ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია

“თამარის ​ავტომობილის ექსპერტიზა, ლუქის ახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ეს უნდა განხორციელდეს ჩემი მონაწილეობით”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია.

“მოწმეები ვინც დაკითხულია, მათ ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია. ამაზე გარკვეული ვერსიების შეჯერებები მიდის. იმ კვირიდან დავიწყებთ დრონების ჩანაწერების, ასევე სათვალთვალო კამერებიდან არის მოსული ჩანაწერები და ამათი ყველაფრის ნახვას. ავტომობილის ექსპერტიზა, ლუქის ახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ეს განხორციელდეს ჩემი მონაწილეობით”,- განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები