“75 ათასი ნელ-ნელა, ყოველთვე იყო ჩარიცხული, როგორც შესაბამისად ხდება”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს, კონკრეტულად – ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნო. ოჯახს აინტერესებდა, საბანკო ანგარიშზე არსებული 75 000 ლარი ერთიანი ჩარიცხვით იყო დაგროვებული თუ – ეტაპობრივად.
„თანხა არის სახელფასო ანაბარზე. თითქოს, დიდი ჩარიცხვები იყო, რამდენიმე ასეულ ათასზე იყო საუბარი, თუმცა ეს სიმართლე არაა. თანხა მისი შრომის შემოსავალი იყო. 75 ათასი ნელ-ნელა, ყოველთვე იყო ჩარიცხული, როგორც შესაბამისად ხდება.
რაც შეეხება წერილს, როგორც ექსპერტიზა გაკეთდა, ეს მისი კალიგრაფიაა, მაგრამ გამოსაკვლევია, როდინდელია, დაწერილია გაუჩინარების დღეს თუ როდის. ბევრ ჩვენებას გავეცანით და მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გარდა ამისა, ოჯახი გაეცნო საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს, რაზეც ადვოკატი მიუთითებს, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია.