გია ვოლსკი: აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა

“სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

„ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღე მძიმდება სიტუაცია და, მნიშვნელოვანწილად, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ხდება. საქართველო დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში ერთერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა. აქვე უნდა მოვიგონოთ, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებასა და პოლიტიკურ მხარდჭაერაში, რომელსაც კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე უნდა მივეყვანეთ. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს.

დღეს ამ შეცდომებს ვიმკით, მაგრამ წარსული უნდა შევაფასოთ და წინ გავიხედოთ. მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში საქართველოს პოზიცია უნდა გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, აფხაზეთის მცხოვრებლები, ჩვენთან ერთად, სასურველ შედეგს მიიღებენ მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები