„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ მან იგივე აგრესიული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით.
რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკა აჩვენებს, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს“, – წერს კრამონი სოციალურ ქსელში.