ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 40 პაციენტი მკურნალობს.

ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 114 დადასტურებული შემთხვევაა, 37 პირი განიკურნა, სამი  კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები