ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 7 აგვისტოს განახლდება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 7 აგვისტოს განახლდება, – განაცხადეს “აფხაზეთის რკინიგზაში”.
აღინიშნება, რომ 7 აგვისტოდან მიმოსვლა აღდგენა მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგთან, 15 აგვისტოდან კი – სამარასთან.
საქართველო- რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი 1-ელ აგვისტოს გაიხსნა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 109 დადასტურებული შემთხვევაა, 37 პირი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.