თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ჩემ ნასამართლეობასთან ბავშვი რა შუაშია, მეორე დღესვე შევრიგდით მე და ჩემი მეუღლე, სიმთვრალის ამბავი იყო

“ნასამართლეობასთან დაკავშირებით ბავშვი რა შუაშია”, – ასე ეხმაურება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც წარსულში ოჯახში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ის დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, შემაკავებელი ორდერის შესახებ მას არაფერი ახსოვს.
“ჩვენ არ ვიცვამთ და მანქანა ვუყიდეთ, ცალკე სახლი აქვს, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ საზღვარგარეთ წასულიყო, არაფერი მოკლებოდა. ნასამართლეობასთან დაკავშირებით ბავშვი რა შუაშია, ეს როდის იყო. მეორე დღესვე შევრიგდით მე და ჩემი მეუღლე, სიმთვრალის ამბავი იყო. მეუღლეც გაბრაზებული იყო სამსახურში. შემაკავებელი ორდერის შესახებ არ მახსოვს”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი. მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ცემაში სდებდა ბრალს.

ტელეკომპანია “იმედის” მიერ მოპოვებულ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ, 2012 წელს ფსიქიატრ ხათუნა ჩაფიძის შედგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ აწ გარდაცვლილი ოჯახში არსებულ დაძაბულ ვითარებას განიცდიდა, თუმცა ამაზე არ საუბრობდა.

“ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, დაახლოებით, ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია, აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ზემოთ ჩამოთვლილის პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით, 2 თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი, აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა მომბეზრდა ყველაფერი”, – აღნიშნულია ფსიქიატრის მიერ შედგენილ დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები