თამარ ბაჩალიაშვილის დედა: საქმეში ისევ და ისევ FBI-ის ჩართვას ვითხოვ, ყველა დედას მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში
“ისევ და ისევ, საქმეში FBI-ის ჩართვას ვითხოვ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე, პირი – რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, “სპეციალურად მოგზავნილი პიროვნებაა”.
“მომწერეს ემიგრანტებმა, ისინი ფულს აგროვებენ და მზად არიან, სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ვისაც კი აქვს ინფორმაცია ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ, რომ მომაწოდოს. ცდილობენ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას. მე მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და დღეიდან შიმშილს ვიწყებ. არ ვეთანხმები დეზინფორმაციებს. ისევ და ისევ FBI-ის ჩართვას ვითხოვ. ყველა დედას მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში. ბაჩანა ლობჟანიძეზე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის ჩანერგილი პიროვნება, სპეციალურად მოგზავნილი”, – განაცხადა თამაზაშვილმა.