შსს: გარკვეული ჯგუფები „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენასა და გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები, საკუთარი ინტერესების გამო,  „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენასა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას

“გუშინ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” განცხადების გამოქვეყნებისთანავე „ბოტები“ გააქტიურდნენ. კერძოდ, „ბოტები“ გამოხატავდნენ გაბრაზების რეაქციებს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ამ დროის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 700-მდე „ბოტის“ აქტიურობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე გუშინ დაფიქსირებულ “ბოტებს“ საცხოვრებელ ადგილად, ძირითადად, მითითებული აქვთ ინდოეთი და აზიის სხვა ქვეყნები. მათ შორის არიან, მაგალითად: „იტზ ვაიშუ პატილ”, “სანჯუ საჯი”, “რაუს პალ” და სხვა.

გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების გამო,  „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენასა და გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები