გიორგი გახარია: 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის დახმარებას მიიღებს

“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებსა და, პირველ ყოვლისა, ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს იქნება კრიზისში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები