დავით ზალკალიანი: მინდა, მადლობა გადავუხადო მეგობარ ქვეყნებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით, რუსეთ-საქარათველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშრიების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს: ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულს სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტრაული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის”, – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მადლიერებას გამოხატავს იმისთვისაც, რომ მიმართვის ავტორი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა და აღრმავებს კონფლიქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები