ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ე.წ.რესპუბლიკაში 109 დადასტურებული შემთხვევაა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, რომ ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 37 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 შემთხვევა დადასტურდა, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.