თამარ ბაჩალიაშვილის დედა: შსს-ში გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს.
როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს.
„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებასა და ყველა მათგანის გაშიფვრას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს, უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება, ის ზოგადად გამოსაკვლევია“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.