ბაჩანა ლობჟანიძე: ბაჩალიაშვილი არც ხელოვნურ ინტელექტზე და არც ნანოტექნოლოგიებზე არ მუშაობდა – მე თამარში, მოკვდავში ვეძებდი უკვდავს
“მე თამარში, მოკვდავში ვეძებდი უკვდავს”, – ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძე – პირი რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, ტვ “პირველთან” საუბრობს.
მისივე თქმით, კომპანია “ზეგ”-ი, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, ნანოტექნოლოგიებზე და მესამე არის ისეთი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის.
“კომპანია “ზეგ”-ი მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, ნანოტექნოლოგიებზე და მესამე არის ისეთი საქმე, რაც კანონით აკრძალული არ არის. შემიძლია, დავადასტურო, რომ არც თამარი და არც რომელიმე მისი თანამშრომელი იქ არ მუშაობდა ხელოვნურ ინტელექტზე, არც – ნანოტექნოლოგიებზე. თვითონ ეს თემა არ იცოდა, მე უნდა მესწავლებინა. მე თამარში, მოკვდავში ვეძებდი უკვდავს”, – განაცხადა ლობჟანიძემ.