აუდიტის სამსახური: 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით, პარტიების შემოსავალი 12 878 002 ლარი იყო

აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით, პარტიების შემოსავალმა 12 878 002 ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, შემოსავლები ამგვარად განაწილდა – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 5 929 492 ლარი, მოძრაობა „ლელო“ -1 494 915, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -1 047 180 ლარი, „პატრიოტთა ალიან
სი“ -948 246 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 749 255 ლარი, სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი.2020 წლის ექვსი თვის ფინანსებში, პარტიათა შემოწირულობა 7 004 696 შეადგენს. ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
ექვსი თვის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ შეადგინა 4 720 251 ლარი, „ლელო“ – 1 494 915 ლარი, (ის სრულად შემოწირულობით ფინანსდება, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 465 869 ლარი, „ევროპული საქართველო“ 145 900 ლარი, „პატრიოტები“ 144 000 ლარი, სხვა პარტიების შემოწირულობა 33 596 ლარი.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ოფიციალურად დაასახელებს არჩევნების თარიღს, პოლიტიკურ სუბიექტებს უკვე კანონისმიერი ვალდებულება ექნებათ, აუდიტის სამსახურს შემოსავლების ყოველთვიური ანგარიში წარუდგინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები