აუდიტის სამსახური: საქართველოში 263 რეგისტრირებული პარტიიდან 80 პოლიტიკური გაერთიანებაა აქტიური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 263 პარტიაა რეგისტრირებული, აქედან აქტიურია 80 პარტია.
2020 წელს დარეგისტრირდა 13 პოლიტიკური გაერთიანება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე მიღებული განაცხადების რაოდენობა კი 68-ს შეადგენს.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2019 წელს 75 პარტიის ფინანსური საქმიანობის ანგარიში შეისწავლა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 46 პარტიას ნულოვანი ბრუნვა აქვს.
აუდიტის სამსახურმა 2020 წელს, ექვს თვეში 23 პარტიის ფინანსური საქმიანობის ანგარიში შეისწავლა და ოთხ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სამ შემთხვევაში პარტიას გაფრთხილება მიეცა, ერთი პარტია კი დაჯარიმდა.
​ამასთან, აუდიტის სამსახურს შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია 184 შემომწირველზე აქვს გამოთხოვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები