გორის პროფესიული კოლეჯი – „განთიადი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამებს წარმატებით ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში – „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი, დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა არის არსებითი პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების კუთხით. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფერმერული ასოციაციების ჩართულობა დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში. მინისტრის მოადგილის თქმით, კოლეჯ „განთიადს“ აქვს პოტენციალი, მეტი პროგრამა შესთავაზოს როგორც აქტიურ ფერმერებს გადამზადებისთვის, ასევე – ახალგაზრდებს.
კოლეჯი „განთიადი“ ათ გრძელვადიან და ხუთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას ახორციელებს, მათ შორის, სამ დუალურ პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით: მეხილეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა.

2020 წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები