თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში შეხვედრა შესთავაზეს – უწყება მზადაა გამოძიებაში FBI ჩაერთოს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
როგროც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ​აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით
ოჯახს უწყებაში შეხვედრა შესთავაზეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა”, – განაცხადეს შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები