ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა” და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას
„ნაცმოძრაობა” და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა”, მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ” ქმედებებს სჩადიან და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ, არამედ ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე ესაუბრონ. ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით „ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები ცდილობენ, საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.