ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო

“როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება.
„ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი  11 ივლისის მონაცემებით
არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში. დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება. ამაზე იმოქმედა სითბომ, თუ თვითონ ვირუსი თანდათან კარგავს ვირულენტობას, დღეს ძნელი სათქმელია, ამას გამოაჩენს, ალბათ, შემოდგომა”, -აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები