ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა – “ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ, ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა”
ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შეხვედრაზე პატრიარქთან ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ.
უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა”, – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.