ექიმი: ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შესაძლოა, ერთერთმა მათგანმა კლინიკა დღეს ან ხვალ დატოვოს

“ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია”, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთერთმა პაციენტმა კლინიკა შეიძლება, დღეს ან ხვალ დატოვოს.
„ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური. ჯერჯერობით, ორივე პაციენტს უტარდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებულა, მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი კონტაქტური და ადეკვატურია. ერთერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება, დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა“, – განაცხადა კვაჭაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები