“ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობებზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა – ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობებზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა და ჯამში, ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ყველა დასაქმებული, 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა, ხოლო ე.წ დინამოს ბაზრობაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები