საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანლებმა გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი დღეს ოფიციალურად გახსნეს
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანლებმა გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი დღეს ოფიციალურად გახსნეს. ამიერიდან, იოსებიძის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის ერთი სტადიონი სწორედ “შაქარას” სახელობის იქნება.
სტადიონის გახსნას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა და მეგობრები ესწრებოდნენ.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანლებმა პატარა ბავშვებს სპეციალურად დამზადებული, “შაქარას” 21-ნომრიანი მაისურები სამახსოვროდ გადასცეს.