არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს: როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება

„თქვენო უწმინდესობავ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. დღეს, ასევე ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენების დღეა. ნება მიბოძეთ, საქართველოს პარლამენტის სახელით, ეს შესანიშნავი დღესასწაული გულითადად მოგილოცოთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმსახურებას დაესწრო.
არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერს ისეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, როგორიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, მას განსაცდელი ვერ მოერევა.
„თქვენი ღვაწლი დიდია ქართველი ერისთვის სულიერი ტაძრის აშენებაში – ტაძრის, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში განსაცდელის თუ სიხარულის ჟამს არაერთხელ შეკრებილა ჩვენი ხალხი.
როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება. რთული დღეების განმავლობაში, რომელმაც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო შეცვალა და განსაცდელში ჩააგდო – თქვენი რწმენა, სიმშვიდე და ხალხის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაინახა ერმა. მადლიერი ვართ ამისთვის!
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე კიდევ მრავალ წელს”,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები