“კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებულია, ერთზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

მისივე თქმით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები