თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გიორგი გახარიასთან მინდა შეხვედრა
“მინდა, რომ თამუნა საქართველოში გახდეს სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
თამაზაშვილის თქმით, მისი სურვილია, პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა.
“მე მინდა რომ თამუნა საქართველოში გახდეს სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. უკან არ დავიხევ. გახარიასთან მინდა შეხვედრა. გადმოცემით ვიცი, რომ მან თქვა – ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მინდა, გავიგო უშუალოდ რას მეტყვის”,- განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.