მიხეილ ჩხენკელი ,,სუხიშვილების” ახალი პროექტის კონცერტს დაესწრო და მოცეკვავეებს წარმატებული პრემიერა პირადად მიულოცა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ საზოგადოებას ახალი პროექტი –„არტეფაქტები“ წარუდგინა. კონცერტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, „არტეფაქტები“ „სუხიშვილების“ პირველი პროექტია პანდემიის შემდეგ. იგი ილიკო სუხიშვილმა დადგა, მუსიკა კი გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა.

“კოსტიუმები მოცეკვავეებისათვის ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა თავად შექმნა. კონცერტის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და მოცეკვავეებს წარმატებული ჩვენება პირადად მიულოცა და სამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები