ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს მესამე პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 79 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში 26 ივლისს მოათავსეს.
აღინიშნება, რომ მამაკაცს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე, გულის ქრონიკული დაავადება.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა, 37 პირი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.