გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების “საქმეზე” ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, სოფიო ლეჟავამ მიიღო.
ამ დროისთვის, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი – გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.