გიორგი გელხაური: ზ.ხ.-სთან მიმართებით ბრალის დამძიმების საფუძველი არ არსებობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მყოფი არასრულწლოვნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„ყველა არასრულწლოვანი, რომელიც დღეს პროცესზე არის წარმოდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიების მიერ დღემდე მოპოვებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ.ხ.-ს რაიმე სახით შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან. შესაბამისად, ზ.ხ.-სთან მიმართებით ბრალის დამძიმების არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები