ზაალ ანჯაფარიძე: ივნისის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია აპრილ-მაისის მაჩვენებელთან შედარებით

“ივნისის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია აპრილი-მაისის მაჩვენებელთან შედარებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, მავანთა ავი სურვილების მიუხედავად, პროცესი დადებითი დინამიკით მიდის.

„მაინც არ მეგონა, თუ ჩემს ქვეყანაში მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქართველობას იჩემებენ, ამ ქვეყნის გულმხურვალე მოქალაქეობასა და პატრიოტობაზე დებენ თავს და ამ დროს ქვეყანაში შექმნილი პრობლემები უხარიათ. ისეთი სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს ივნისში ქვეყნის ეკონომიკის 7,7%-ით შემცირების გამო, რომ წარმოვიდგინე როგორ დაუგრძელდებოდათ ბრაზისგან სახეები 7,7% ზრდა რომ დაფიქსირებულიყო. ნაცტელევიზიების სამეული თუ ოთხეული თავის ზონდერ-ჟურნალისტებით, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ავანგარდში იყო. მათ, რა თქმა უნდა, „გამორჩათ” ის „პატარა”, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ეკონომიკის ვარდნა აპრილ-მაისში 13,5 და 16,6%-ს შეადგენდა, რომ ამ თვის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია, რაც იმის ინდიკატორია, რომ მავანთა ავი სურვილების მიუხედავად („რაც უარესი მით უკეთესი”) პროცესი მაინც დადებითი დინამიკით მიდის. დემოკრატია კი სხვა თავისუფლებებთან ერთად მაწაკობის თავისუფლებასაც გულიხმობს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები