ეკატერინე ტიკარაძე: თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, კორონავირუსის მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ

“ის, თუ რა მასშტაბის იქნება კორონავირუსის გამოვლენა,  სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და, ასევე, მათ დამყოლობაზე, როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ვირუსის მეორე ტალღის მსუბუქად დაძლევა შესაძლებელი იქნება.

„რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს, მეტნაკლებად, დაკლებულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზეც მას ექნება იგივე გამოვლენა. სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის თავის გამოვლენის თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რაც შეეხება, რა რაოდენობას ველოდებით და რა მასშტაბის იქნება ვირუსის გამოვლენა, ეს სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და ასევე მათ დამყოლობაზე როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან; ასევე, როგორ შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელიც მოწოდებულია ჯანმო-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, რომ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები მატულობს. ჩვენ ვემზადებით ჰოსპიტალურ სექტორში”, – განაცხადა ტიკარაძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები