ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ-19”-ის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ამჟამად გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 14 პაციენტი მკურნალობს, 30 კი სახლის პირობებში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის უკვე 81 შემთხვევაა გამოვლენილი, 37 პაციენტი განიკურნა, ორი გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირაა, ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება, ე.წ. რესპუბლიკის მთავარი სანიტარი, ლუდმილა სკორიკი აცხადებს, რომ ვითარება კონტროლირებადია.