ამირან გამყრელიძე: ვერ ვიტყვით, რომ ახლა არის მეორე ტალღა, მაგრამ შემოდგომისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო

“კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია საყურადღებოა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემოდგომისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო.

“ჩვენ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, პიკი გვქონდა მარტში-აპრილში. ამის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი ქვემოთ წამოვიდა. ვერ ვიტყვით, რომ ახლა არის მეორე ტალღა, მაგრამ შემოდგომისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო. სიტუაცია საყურადღებოა და ზომები გასატარებელია აუცილებლად. სანამ არ შეიქმნება ეფექტური ვაქცინა, ეფექტური წამალი, მანამდე მთავარი იარაღია  დისტანცია, პირბადე და ხელების ხშირი დამუშავება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები