თამარ ბაჩალიაშვილის მამა: დაველოდოთ გამოძიებას, არავის ვუცხადებ უნდობლობას, არც – ამ მთავრობას, არც – შინაგან საქმეთა სამინისტროს

„დაველოდოთ გამოძიებას, არავის  ვუცხადებ უნდობლობას, არც  – ამ მთავრობას, არც – შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ითხოვს.

„დაველოდოთ გამოძიებას, არავის  ვუცხადებ უნდობლობას, არც – ამ მთავრობას, არც – შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე, სამ საათზე რომ მითხრა, კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო – ახლა რომ იძახიან, არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?

ცხედარი რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო, თითქოს, სადღაც „შებოლეს“. ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში, აწეულ შუშებში ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემს გულისტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა, დნმ… ჯერ ეს ადრეა. მე ვენდობი ადვოკატს, ექსპერტს. გაბრაზებული, ემოციური ვიყავი და ვთქვი დნმ. მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა ჩემი ადოკატისა და ექსპერტის. ვითხოვ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე, იქ ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც გულთან მიიტანს. მინდა, გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი. მეორე ვარიანტი, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე“ , – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები