ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ე.წ. პარლამენტის დეპუტატი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატს “კოვიდ-19” დაუდასტურდა.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ე.წ.სახალხო საკრებულოს სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ განუცხადა.

“ვფლობთ ასეთ ინფორმაციას სპეციალისტებისგან. დიაგნოზი დამტკიცებულია. ამიტომ, ჩვენი გეგმები იცვლება”, – თქვა ქვარჩიამ და დასძინა, რომ, ჯერჯერობით, უცნობია, რა ვითარებაში დაინფიცირდა “დეპუტატი”.

მან ასევე დაავადებულის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი თქმით, მსგავს ინფორმაციას ნებართვის გარეშე არ ასაჯაროებენ.

29 ივლისის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 63 დადასტურებული შემთხვევაა, 37 პირი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები