ამირან გამყრელიძე: სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ლილოს ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა

“ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ლილოს ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, გამყრელიძის თქმით, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი. ამიტომ ლილოს ბაზრობა სრულად იკვლევა, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, ერთად აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები