ამირან გამყრელიძე: საქართველო ამ დრომდე გამოირჩევა რეგიონსა და ევროპაში კორონავირუსის ერთერთი ყველაზე დაბალი გავრცელებისა და დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით

“მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერ გავაკეთებდით ვერაფერს, რომ არა მულტისექტორული პასუხი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NDI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ამ დრომდე გამოირჩევა რეგიონსა და ევროპაში კორონავირუსის ერთერთი ყველაზე დაბალი გავრცელებისა და დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

„ენდიაი”-ს კვლევებს დეტალურად არ გავცნობივარ. საქართველო ამ დრომდე გამოირჩევა რეგიონსა და ევროპაში ერთერთი ყველაზე დაბალი გავრცელების და ასევე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ეს მიღწეული იქნა ქვეყნის დროული პასუხით, რაც მთავარია, ეს პასუხი იყო მულტისექტორული, აქ მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერ გავაკეთებდით ვერაფერს, რომ არა მულტისექტორული პასუხი. ბევრი უწყება მოქმედებდა ერთდროულად და მივიღეთ დროული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს „ენდიაი“-მ კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით გამოკითხულთა 90 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს ენდობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები